მოგეხსენებათ, "ჩელსის" 31 წლის კაპიტანი შარშანდელი 23 ოქტომბრის შემდეგ "ქუინზ პარკის" ცენტრალური მცველის, ანტონ ფერდინანდის რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფაშია ეჭვმიტანილი.
პრესაში ამბის გახმაურების შემდეგ საქმის გამოძიება თავის თავზე პოლიციამ აიღო და ფეხბურთელს ბრალდება წაუყენა.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ბრალდებას, რასაკვირველია, არ ეთანხმება. მაქსიმალური სასჯელი, რაც ჯონს ემუქრება, 2,5 ათასი ფუნტის ოდენობის ჯარიმაა.
ტერი იმისთვის კი არ იბრძვის, რომ აღნიშნული თანხა არ დააკისრონ, არამედ, უპირველესად, თავისი რეპუტაციისთვის. მისთვის ცხადია, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი
პროცესი სახელმწიფო ბრალმდებელ დანკან პენის მიჰყავდა. პროკურორმა დაზარალებული დაკითხა. როგორც ირკვევა, გაუგებრობა მაშინ დაიწყო, როცა ქუინზპარკელმა ჩელსელის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რამაც უკანასკნელი ძალიან გააბრაზა.
აი, როგორ წარიმართა საუბარი პენისა და ფერდინანდს შორის. ბუნებრივია, მკითხველისადმი პატივისცემის ნიშნად ცენზურას ვიცავთ.
დანკან პერი: რა გიწოდათ (ტერიმ)?
ანტონ ფერდინანდი: მან დამიძახა შე შავო ...ო!
დ.პ: თქვენ რა გააკეთეთ?
ა.ფ: საპასუხოდ მეც ... ვუწოდე.
დ.პ: შემდეგ?
ა.ფ: შემდეგ გააკეთა ჟესტი, რომლითაც აშკარად უნდოდა ეთქვა, რომ მე სუნი ამდიოდა.
დ.პ: შემდეგ?
ა.ფ: მე ვუთხარი, შენ მე ... როგორ მიწოდებ, როცა თანაგუნდელის ცოლთან იწექი-მეთქი.
მოსამართლემ ვიდეოგამეორების ნახვა ისურვა. ფირი მას წინდაწინ "სქაი სპორტსმა" გაუმზადა, თანაც, სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული კადრებით.
ზუსტად იმ მომენტში, როცა ფერდინანდის ვერსიით, ჯონ ტერიმ მას შავი ... უწოდა, "ჩელსის" კაპიტნის ტუჩებს ეშლი კოულის თავი ეფარება.
შესაბამისად, რა თქვა ფეხბურთელმა, ამის გარჩევა შეუძლებელი ხდება. "დეილი მეილის" ჟურნალისტი და დამსწრე საზოგადოება შოკირებული დარჩა საქმის განხილვის დროს ყველაზე ხშირად გაჟღერებული ფრაზებით.
სასამართლოს სხდომამდე ანტონის უფროსმა ძმამ რიო ფერდინანდმა "ტვიტერზე" ფილმ "მატყუარა, მატყუარას" (მთავარ როლში ჯიმ კერი) ლინკი დადო.
ჩვენების მიცემის დროს თავად ანტონი აშკარად ნერვიულობდა და ცდილობდა, ოჯახის წევრებისთვის თვალი არ მოეშორებინა, თითქოს მათგან მხარდაჭერას ელოდებოდა.
სხდომის დასრულების შემდეგ ტერის ადვოკატის, ჯორჯ კარტერ სტივენსონის თქმით, ჯერჯერობით მან ბრალდების ყველა მტკიცებულება გააბათილა.
"დეილი მეილის" მიხედვით
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"