კიგანს ასეთი ფიქრები კვირა საღამოს მოეძალა, მას მერე, რაც ნახა, როგორ ვერ მოუგო "იუნაიტედმა" "ბოლტონს - 2:2. ამ შეხვედრეში რუნიმ საკმაოდ უფერულად ითამაშა და 61-ე წუთზე შეცვალეს კიდეც.
"მიკი მაუსად" წოდებულმა 1978 და 1979 წლების "ფრანს ფურბოლის" "ოქროს ბურთის" ლაურეალტმა კერძოდ თქვა:
"დღეისათვის "მანჩესტერ იუნაიტედი" ფაქტობრივად უეინ რუნის გარეშე თამაშობს. წლეულს, ამ
ის, რაც მან ბოლტონში გვაჩვენა ნათლად მეტყველებს, რომ საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული".
კიდევ, კიგანის რწმენით რუნი ცრუობს, როდესაც მას-მედიის დამთრგუნველ ყურადღებაზე ლაპარაკობს. მას პრესა-ტელევიზიის ყურადღება რომ არ ჭირდებოდეს საკუთარი ქორწილის ფოტოსურათებს სარფიანად არ გაყიდდა. მას-მედიასთან ურთიერთობით რუნიმ სხვადასხვა დროს მილიონობით ფუნტი იშოვნა.
მოგეხსენებათ, რუნი ამ ცოტა ხნის წინაც გაზეთების პირველ გვერდზე იყო - ტაბლოიდები მის მიერ ცოლის ღალატის თემს აქტიურად აშუქებდნენ. ერთი სიტყვით, "მანჩესტერ იუნაიტედში" მოთამაშე ლივერპულელი ახალგაზრდა ჩამოყალიბებული "ნიუსმეიქერია" თვისი უარყოფითი, მაგრამ, იმასთან ერთად საოცრად დიდი დადებითი თვისებებით.
კიგანი: "შეუძლებელია, ამდენი კონტრაქტი გააფორმო, მილიონები იშოვნო, საკუთარი ქორწილის ფოტოები ასე სარფიანად გაყიდო და მერე, ერთ მშვენიერ დღეს განაცხადო, რომ ონკანის დაკეტვა გინდა, ოღონდ... მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც არ გაწყობს რომ მოშვებული იყოს. ვეღარ დაიჩივლებ, რომ შენს ირგვლივ ამდენი პაპარაცია და შენს შესახებ ცნობები ყოველ დღე ქვეყნდება სხვადასხვა გამოცემებში. ერთი წუთის წინ ეს ხომ ხელს გაძლევდა და ზუსტად იმ პრესისა და იმ ყურადღების მეშვეობით უზარმაზარ ფულს შოულობდი"...