ლემპარდს საქმე უჯანჯლდება

AutoSharing Option
"ჩელსის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ფრენკ ლემპარდი ორ საკლუბო და ერთ სანაკრებო თამაშს გამოსტოვებს. სანაკრებო თამაში 12 ოქტომბერს ჩერნოგორიასთან დანიშნული ევრო 2012-ის შესარჩევი გახლავთ, ხოლო საკლუბო - ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა "მარსელთან" და პრემიერლიგისა "არსენალთან".
საქმე ის გახლავთ, რომ თიაქრის ოპერაციის მერე 32 წლის ნახევარმცველის გამოჯანმრთელების პროცესი იმაზე გაცილებით ნელა მიდის ვიდრე ექიმები ელოდნენ. ქამდე ეგონათ, რომ ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს გამოჯანმრთელებისტვის ორი კვირა ეყოფოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული