რობი ფაულერი: ენდი, დაივიწყე რამდენი ღირხარ!

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა რობი ფაულერმა "წითლების" შემტევ ენდი კეროლს ურჩია, რომ რთულ საკითხებს მარტივად შეხედოს და ნაკლებად იფიქროს იმაზე, თუ რა დაუჯდა თავის დროზე მერსისაიდულ კლუბს მისი ტრანსფერი.

- "ლივერპული" ძალიან დიდი კლუბია. ერთადერთი, რაც ენდის კრიზისიდან გამოიყვანს არის ის, რომ დაივიწყოს მისი სატრანსფერო ღირებულება და შეწყვიტოს ამით თავის ტანჯვა.

ხომ დღესავით ნათელია, რომ თავად არ უთხოვია კლუბისთვის, მოდი, 35 მილიონად მიყიდეო. ფასზე "ნიუკასლი" და "ლივერპული" შეთანხმდნენ.

ასე რომ, ფეხბურთელმა ეს ფიქრი თავიდან უნდა ამოიგდოს. წინა სეზონში
ენდი ხანდახან ძალიან ბევრს ცდილობდა ზუსტად იმას, რომ მასში გადახდილი ფასი გაემართლებინა. არადა, საქმისადმი მარტივად მიდგომაა საჭირო.

პირველ რიგში მოედანზე უფრო დაუნდობელი უნდა გახდეს და თუ საჭირო გახდა, საქმეში იდაყვებიც ჩართოს, ზუსტად ისე, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ საუკეთესო ინგლისელი თავდამსხმელები. ვიცი, რომ ევრო 2012-ზე ის მხოლოდ ერთხელ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ შვედებთან მატჩში ის ბრწყინვალე იყო და მეტოქის მცველებს დიდი პრობლემები შეუქმნა.

ამას როცა ვუყურებდი გამახსენდა, თუ როგორ თამაშობდა ის "ლივერპულში" სეზონის მიწურულს. მაშინ მეჩვენებოდა, რომ მას უფრო მეტად სწამდა საკუთარი ძალების.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული