სასამართლომ ჯონ ტერი გაამართლა

AutoSharing Option
სასამართლომ ლონდონის "ჩელსის" მცველი ჯონ ტერის მხარე დაიჭირა და გაამართლა.

"ქპრ"-ის ფეხბურთელი ანტონ ფერდინანდი ჯონ ტერის რასისტულ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა, რასაც სასამართლო პროცესი მოჰყვა.

სასამართლოში 31 წლის ინგლისის ნაკრების მცველმა ტერიმ დანაშაული უარყო და ამტკიცებდა, რომ მან და ფერდინანდმა ერთმანეთს ორმხრივი შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ ამასთან, მათ შორის არანაირი რასობრივი სიძულვილი არ ყოფილა.

სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია არასაკმარისად დამაჯერებლად მიიჩნია და ჯონ ტერის მტკიცებულებას დაეთანხმა.

ასევე იხილეთ:
სკანდალი. ჯონ ტერი ბრალდებას უარყოფს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული