ლონდონის "არსენალი" რობინ ვან პერსისთან ახალ მოლაპარაკებებს გამართავს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გუნდის განკარგულებაში დაბრუნდა და მზადაა, "მეთოფეთა" შემადგენლობაში ვარჯიში განაახლოს.

ბრიტანული პრესის მტკიცებით, უახლოეს ხანში "არსენალის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელთან ახალ მოლაპარაკებებს გამართავს 2013 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გასაგრძელებლად.

თუმცა, აღნიშნავენ, რომ თავად ვან პერსის ჯერჯერობით პოზიცია არ შეუცვლია - ის კვლავინდებურად ლონდონური კლუბის დატოვებას აპირებს. ჰოლანდიელის შეძენის პრეტენდენტთა შორის "იუვენტუსს" და "მანჩესტერ სიტის" ასახელებენ.

ასევე იხილეთ:
რობინ ვან პერსი ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული