- მახსოვს, "იუნაიტედთან" კონტრაქტს ხელი მოვაწერე თუ არა, მალე შეკრებაზე გავემგზავრეთ. მიკვირდა, რომ ამხელა კლუბი აღმოჩნდა. მეგონა, სხვა პლანეტაზე აღმოვჩნდი-მეთქი. მახსოვს, რომ რჩევებს ნიკი ბატს ვეკითხებოდი. ერთხელაც, ქუჩაში რომ გამოვედი, თავი "ბიტლზის" მუსიკოსი მეგონა.
აზიაში "იუნაიტედზე" ჭკუას კარგავენ. ვერსად გაისეირნებთ, რადგან უმალ ფანების ალყაში მოექცევით.
მსგავსი შეკრებები თანაგუნდელებთან დაახლოებაში გეხმარება, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და ახალწვეულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამჟამად მე, როგორც გუნდის
მან ინგლისური საკმაოდ კარგად იცის, ალბათ, ბევრად უკეთ, ვიდრე ანდერსონმა. ნიკ პაუელზე კი იმის თქმა შემიძლია, რომ პატარა და ძალიან ნიჭიერი ბიჭია. კაგავასა და პაუელისთვის საკონტროლო მატჩებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.
გამოხვიდე მოედანზე ისე, რომ შენთვის სულ ერთი იყოს, ასე არ გამოვა, რადგან ეს "მანჩესტერ იუნაიტედია". აქ ყველა ფეხბურთელმა ყოველ ჯერზე თავიდან უნდა დაუმტკიცოს მწვრთნელს თავისი საჭიროება.
გულშემატკივრები ხშირად გვეკითხებიან ხოლმე "იუნაიტედის" შესაძლო შენაძენებზე. ვფიქრობ, სერ ალექსმა უკვე საბოლოოდ ჩამოაყალიბა თავისი პრიორიტეტები. ახალ ფეხბურთელებზე კი ჩვენ იმდენივე ვიცით, რამდენიც გულშემატკივრებმა. იმედია, რამდენიმე ფეხბურთელს კიდევ ვიხილავთ.
საინტერესო იქნებოდა დაგვეთვალა, თუ რამდენჯერ მივიღე ტრავმა ბოლო წლებში. ამ მხრივ უკანასკნელ სეზონს კიდევ არა უშავდა. ჩავატარე დაახლოებით 35 მატჩი ("იუნაიტედის" საიტის მიხედვით, რიომ 38 მატჩი გამართა. რედ). გამეხარდა, რომ ზურგის ტრავმის რეციდივს გადავურჩი.
ამის გამო კლუბის ფიზიოთერაპევტებს დიდ მადლობას მოვახსენებ. იმედია, ამდენ თამაშს წელსაც გავმართავ. სიმართლე გითხრათ, ინგლისის ნაკრებში დაბრუნებაზე უკვე აღარ ვფიქრობ. მთელი ძალების კონცენტრაციას "იუნაიტედისთვის" ვგეგმავ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"