ახლა ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული, მან უნდა შეათანხმოს უელსურ კლუბთან პირადი კონტრაქტი.
მიჩუს შარშან დიდებული სეზონი ჰქონდა. 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ლა ლიგაში 15 გოლი გაიტანა, რაც ევროპის ტოპ-ლიგებში ნახევარმცველთა შორის საუკეთესო შედეგია.
190 სანტიმეტრის სიმაღლის, მაგრამ ძალიან ტექნიკური ფეხბურთელი "ელვებს" 2007 წელს ვიგოს "სელტადან" შეუერთდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"