მიგელ პერეს კვესტასი პრემიერლიგაში ითამაშებს

AutoSharing Option
"რაიო ვალეკანო" და "სუონსი სიტი" შეთანხმდნენ - მადრიდული კლუბი მიგელ პერეს კვესტას (რომელსაც ყველა მიჩუს სახელით იცნობს) სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს გადაიხდის.

ახლა ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული, მან უნდა შეათანხმოს უელსურ კლუბთან პირადი კონტრაქტი.

მიჩუს შარშან დიდებული სეზონი ჰქონდა. 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ლა ლიგაში 15 გოლი გაიტანა, რაც ევროპის ტოპ-ლიგებში ნახევარმცველთა შორის საუკეთესო შედეგია.

190 სანტიმეტრის სიმაღლის, მაგრამ ძალიან ტექნიკური ფეხბურთელი "ელვებს" 2007 წელს ვიგოს "სელტადან" შეუერთდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული