"ლივერპული" კლინტ დემპსის სანაცვლოდ "ფულჰემისთვის" 10 მილიონი ფუნტის გადახდას დათანხმდა
AutoSharing Option
"ლივერპულმა" "ფულჰემთან" ნახევარმცველ კლინტ დემპსის გადასვლის პირობები შეათანხმა.
აშშ-ის ნაკრების მოთამაშის ტრანსფერის სანაცვლოდ "წითლები" 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან. გარიგება, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება.
ფეხბურთელი უახლოეს რამდენიმე დღეში ლივერპულში ჩავა, რათა ყველა ფორმალობა მოაგვაროს.