დიდი ალბათობით ეს ასეც მოხდება, თუკი ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა ტრანსფერზე დაყენება ძალიან არ დაიჟინა.
შეხვედრა, რომელზეც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ვან პერსის ბედი, ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ამ დღეებში უნდა შედგეს.
"არსენალის" თავკაცს ალბათ იმის იმედი აქვს, რომ 2012/13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ევროპულ გრანდებს ვან პერსისადმი ინტერესი გაუნელდებათ და "მეთოფეები" მას
ამ დროისთვის ხომ რობინი უკვე 30 წლის იქნება. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელის შეძენას "იუვენტუსი", "მანჩესტერ სიტი" და "პარი სენ-ჟერმენი" გეგმავდნენ.
ყოველ შემთხვევაში კარლო ანჩელოტის გუნდზე ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ ესეკილ ლავესისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩისა შეძენის შემდეგ თავდასხმის ხაზის დაკომპლექტება დაასრულა.
პაულინიო და ჰოლტბი სამიზნეში
"არსენალს" შემადგენლობის გაძლიერება არ დაუსრულებიაო, წერენ ბრიტანული ვებგვერდები. "მეთოფეთა" მიზანში ორი ფეხბურთელია მოხვედრილი.
"კორინთიანსის" 23 წლის გარემარბი პაულინიო და "შალკეს" 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ლუის ჰოლტბი.
გელზენკირხენელი დიდი ხანია გერმანიის ნაკრების კანდიდატად მიიჩნევა, თუმცა იოახიმ ლიოვის გუნდში არსებული კონკურენციის გამო იქ მოხვედრას ვერ ახერხებს. ლუისს მამა ინგლისელი ჰყავს და ის რომ პრემიერლიგაში გადასვლაზე ოცნებობს, ყველასთვის ცნობილია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"