ალექს ფერგიუსონი: დიმიტარ ბერბატოვის "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა გამახარებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა 31 წლის ბულგარელი თავდამსხმელის, დიმიტარ ბერბატოვის წასვლის შესახებ ისაუბრა, რომელსაც კლუბში საკმარისი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.

"დიმიტარის შესაძლებლობების შეფასება არ მჭირდება. ის საოცრად ნიჭიერი ფეხბურთელია. მის ასაკში მუდმივი სათამაშო პრაქტიკის არქონა რთულია. ნათელია, რომ მას წასვლა სურს.

ამას მშვიდად ვეკიდები. თუ დარჩება, მოხარული ვიქნები. თუ მისი შეძენის წინადადებით ვინმე მოგვმართავს, წინადადებაზე ვიფიქრებთ", - განაცხადა ფერგიუსონმა.

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედი" - გადამწყვეტი წელიწადი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული