"ტოტენჰემის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ მცველმა ლედლი კინგმა გადაწყვიტა, საფეხბურთო კარიერა იმ მრავალრიცხოვანი ტრავმების გამო დაასრულოს, რომლებმაც ბოლო წლების მანძილზე გატანჯა.
"აქ უმცროსი ასაკიდან ვთამაშობდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ჩემი გუნდი იყო. ვერ წარმომედგინა, რომ ოდესმე სხვა კლუბის მაისურს ჩავიცვამდი.
ვიცი, რომ ახლა დიდი იშვიათობაა, მოთამაშე მთელი კარიერის მანძილზე ერთ კლუბში გამოდიოდეს, მაგრამ მე სიამოვნებას ვიღებდი იმით, რომ "ტოტენჰემის" ნაწილი ვიყავი. მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს,ჩვენი გუნდის ელიტურად ქცევა მოვახერხეთ", - თქვა კინგმა.