ჩელსი (I ტაიმი): ილარიუ, ჩალობა, ივანოვიჩი, ლუისი, ფერეირა, მიკელი, მაკეხრანი, ბენაიუნი, აზარი, მარინი, ლუკაკუ II ტაიმი: ბლექმენი, ჰატჩინსონი, ივანოვიჩი (კეინი 63), კეჰილი, ფერეირა (სევილი 63), ესიენი, ლემპარდი, აზარი (კაკუტა 63), დე ბრუინი, ლუკაკუ (პიაზონი 63)
გოლები: 0:1 ლუკაკუ (3), 0:2 აზარი (11), 1:2 მონტერო (13), 2:2 მონტერო (31), 2:3 მარინი (39), 2:4 ლუკაკუ (44)
"ჩელსიმ" 2012/13 წლების სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე პირველივე შეხვედრაში იოლად იმარჯვა ედენ აზარის, მარკო მარინის თითო და რომელუ ლუკაკუს დუბლის წყალობით.
ანგარიში ჯოშ მაკეხრანის კარგი
მალე ანგარიში მეორე ბელგიელმა აზარმა გაზარდა. მას დიდწილად გაუმართლა კიდეც, როცა საჯარიმოს გარედან დარტყმული "საუნდერსის" მცველს მოხვდა და ისე აღმოჩნდა ბადეში. ამის შემდეგ "ჩელსი" რატომღაც მოეშვა და მასპინძელს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. ორჯერვე 25 წლის კოლუმბიელმა ფრედი მონტერომ გამოიჩინა თავი.
პირველი ტაიმის მიწურულს "ლურჯები" ხელახლა გაიყვანა წინ მარკო მარინმა, ვინც სისწრაფის წყალობით შეძლო, მცველებს გაქცეოდა. ზუსტად 5 წუთში კი გერმანელმა საგოლე გადაცემაც მიითვალა. მისი პასით ისევ ლუკაკუმ ისარგებლა.
მეორე ტაიმში საინტერესო, პრინციპში, აღარაფერი მომხდარა. რობერტო დი მატეოს დავალებით გუნდი უფრო მეტად ბურთის კონტროლს აქცევდა ყურადღებას, ვიდრე შეტევებს.
ამიტომაც იყო, რომ პირველი ნახევრის გახსნილი ფეხბურთი (15-15 დარტყმა კარის მიმართულებით) უფრო ჩაკეტილ და მოსაწყენ სანახაობად რომ გადაიქცა. უახლოეს მატჩს "ჩელსი" 22 ივლისს აწ უკვე ზლატან იბრაჰიმოვიჩის "პარი სენ-ჟერმენთან" გამართავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"