ლუკა მოდრიჩის ბოლო ფასი 35 მილიონი ფუნტია

AutoSharing Option
მოკლედ, "ტოტენჰემის" 26 წლის ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩზე რომ წელს ამბებია ამტყდარი, მსგავსი რამ ძნელად გვახსენდება.

ხუმრობა ხომ არ არის, როცა ფეხბურთელის შეძენას "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალი" ცდილობენ. "ალისფერი ეშმაკები" ბრძოლას დიდი ხანია, ჩამოშორდნენ.

აი, სამეფო კლუბი კი სცენაზე დარჩენას ბოლომდე აპირებს.

"ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის უნდა ჩვენი ფეხბურთელის შეძენა. მთავარია, მისით დაინტერესებულმა კლუბმა 35 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში ტრანსფერს წინ ვეღარაფერი დაუდგება.

ლუკას დღეს პირისპირ ველაპარაკე. მან დაწვრილებით ამიხსნა თავისი პოზიცია. კარგია, რომ თავადაც ესმის "ტოტენჰემის".

ჩვენ
პატივს ვცემთ ერთმანეთის ღირებულებებს, უფლებებსა და ინტერესებს. მოდრიჩი ნამდვილად ჭკვიანი ადამიანია და შესანიშნავად აცნობიერებს, რომ საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ.

არაერთხელ გვითქვამს, ნებისმიერ წინადადებას მოვისმენთ ტრანსფერზე, თუკი ის ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს,"
- განუცხადა "ტელეგრაფს" ანდრე ვილაშ ბოაშმა.

ზემოთ ხსენებული პირისპირ შეხვედრა ვილაშ ბოაშსა და ლუკა მოდრიჩს შორის 19 ივლისს "ტოტენჰემის" საწვრთნელ ბაზაზე, ლონდონის გარეუბან ჩიგველში დილის 9:30 წუთზე დაიწყო და რამდენიმე საათი გაგრძელდა.

ესპანური AS იუწყება, რომ ფეხბურთელმა მას პირადად დაუდასტურა, რომ ამ ზაფხულს "უაით ჰართ ლეინიდან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლას აპირებს.

ესპანურ გაზეთს საინტერესოდ მოეჩვენა ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელს, ბაზაზე დაბრუნების მიუხედავად, არ უვარჯიშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული