რამ გამოიწვია ლონდონელი მეკარის ასეთი რეაქცია? ამას დიდი განმარტება არ სჭირდება. 30 წლის გოლკიპერი სწორედ ის კაცია ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე, აშშ-ის ნაკრებთან შეხვედრაში, კლინტ დემპსის დარტყმული ხელში ვერ შეიმაგრა და მარტივ სიტუაციაში გოლი გაუშვა. პრესამ ეს ამბავი თითზე დაიხვია და მეკარე ფაქტობრივად განტევების ვაცად აქცია. იმის
შეგახსენებთ, რომ ამერიკასთან უიღბლო თამაშის შემდეგ გრინმა ფაბიო კაპელოს გუნდში ადგილი დაკარგა. იტალიელმა ის აღარც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ შეხვედრებში ათამაშა და აღარც ევრო 2012-ის შესარჩევის პირველ მატჩებში ანდო კარი. გრინის თამაში "ტოტენჰემთან" შეხვედრამდე არც "ვსტ ჰემის" შემადგენლობაში გახლდათ ძალიან დამაჯერებელი, მაგრამ ბოლო ტურში, როგორც ჩანს, ბედმა მისთვისაც მოიცალა და დაგუბებულმა ბოღმამაც ამოხეთქა.
იმან, რომ ფეხბურთის ასოციაცია გრინს უხამსი ჟესტისთვის არ დასჯის ბევრი გააოცა, თუმცა, როგორც ჩანს ინგლისური ფეხბურთის შეფებმა მეკარე ისედაც დასჯილად მიიჩნიეს და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლენ.
როგორც მოსალოდნელი იყო თავისი მეკარე "ვესტ ჰემის" მწვრთნელმა ავრამ გრანტმა დაიცვა:
"ფეხბურთში ყველფერზე უკეთ თამაში მეტყველებს. ვფიქრობ, რობმა ამ დღეს ყველას მოედნიდან გასცა პასუხი. მას პასუხის გასაცემად არც გაზეთები დსჭირვებია, არც ტელეეკრანი და არც სხვა საშუალება. ეს ნამდვილი სპორტსმენის საქციელია".