ინგლისური გაზეთები წერენ, რომ "ჩელსისგან" განსხვავებით, პრემიერლიგის დანარჩენ გოლიათებს "მანჩესტერ იუნაიტედს", "არსენალს", "მანჩესტერ სიტისა" და თვით "ტოტენჰემ ჰოთსპურსაც" კი ხშირად, სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ სხვადასხვა ნაკრების ფეხბურთელები უზით. "ლურჯები" ამ დროს თინეიჯერებს ეყრდნობიან, - ჯოშ მაკეჩრენი, ჯეფრი ბრუმა, გაელ კაკუტა, ფაბიო ბურინი...
აღსანიშნავია კიდევ ერთი რამ: ანჩელოტიმ გასულ
ანჩელოტი გაოცებისგან ხელებს შლის: "ერთ წუთას რომ მეუბნებიან გადაბერებული შემადგენლობა გყავსო, მეორე წუთში ფეხბურთელთა ახალგაზრდობას და უმწიფრობას მაბრალებენ. ტრავმების დროს რა ხდება? სეზონში ორი-სამი ფეხბურთელის გამოკლება ჩვეულებრივი ამბავია და ამისათვის მზად ვართ. რასაკვირველია, გამოცდილ მოთამაშეებზე დაყრდნობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი სურვილია ახალგაზდებმა მეტი გამოცდილება შეიძინონ და მნიშვნელოვან შეხვედრებში სრულყოფილად შეძლონ მონაწილეობა. ფანტასტიკური ფეხბურთის სათამაშოდ ჩვენ ახალგაზრდობისა და გამოცდილების შესანიშნავი ნაზავი გვაქვს.
ნურავინ იფიქრებს, რომ ბოლო ტურში "სიტისთან" გამოუცდელთა გამო წავაგეთ. იმ დღეს ჩვენ თამაშის მსვლელობა ვერც ვეტერანებით შევცვალეთ და ვერც ახალგაზრდებით".
იმ დღეს, "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" შეხვედრაში "ფულის ტომარა" ისტლენდელებს სათადარიგოთა სკამზე შეი გივენი, ემანუელ ადებაიორი, პატრიკ ვიეირა, ჯოლიონ ლესკოტი, ჟერომ ბოატენგი, ჟო და ადამ ჯონსონი ესხდნენ. როგორია? თუმცა, ახ ხმაურიან გვარებზე ანჩელოტის თავისებური რეაქცია აქვს:
"ყველაფერი შეხედულებაზეა დამოკიდებული. მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ გაელ კაკუტა საოცარი ფეხბურთელია და შესაძლოა ჯონსონს სჯობია კიდეც".