"მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალი სეზონის გასვლითი ფორმა შეცვალა

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთმა ყველაზე სახელოვანმა კლუბმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2012/13 წლების სეზონის ახალი გასვლითი ფორმა წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ "წითელი ეშმაკების" გასვლითი ფორმა შეიცვალა. ამჯერად ფეხბურთელების მაისური თეთრი ფერის იქნება. ხოლო ახალი სეზონის თავდაპირველი გასვლითი ფორმა ლურჯი იყო და გულშემატკივრებში დიდ აღფრთოვანებას არ იწვევდა (იხილეთ ფორმის თავდაპირველი ვარიანტი).

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" სამხრეთაფრიკულ ტურნეში იმყოფება, სადაც პირველი მატჩიც გამართა. ინგლისელები "ამაზულუს" შეხვდნენ და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს. გატანილი გოლის ავტორი ფედერიკო მაკედა გახდა.

ასევე იხილეთ:
ამხანაგური მატჩი. "მანჩესტერ იუნაიტედი" - მაკედას გასროლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული