ლუკა მოდრიჩი ლონდონის "ტოტენჰემს" ამერიკულ ტურნეში არ გაჰყვა

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ახალი სეზონისთვის გუნდის მზადებას ბოიკოტს უცხადებს.

მას შემდეგ, რაც ხორვატმა თავისი გუნდის რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა, მან "დეზების" ამერიკულ ტურნეში გამგზავრებაზეც უარი განაცხადა. ესპანური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელმა ლონდონი 20 ივლისს დატოვა და ხორვატიაში გაემგზავრა, სადაც სატრანსფერო სიახლეებს დაელოდება.

"ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა თავის მხრივ იტყობინება, რომ არ იცის, სად იმყოფება მოდრიჩი.
ამ საქციელით ფეხბურთელი ცდილობს "ტოტენჰემის" ბოსები დაარწმუნოს, რომ მადრიდის "რეალში" გაუშვან. კლუბები მოთამაშის საფასურზე ვერ თანხმდებიან: მადრიდელები მოდრიჩის სანაცვლოდ ჯიბის 35 მილიონით შეთხელებაზე არიან თანახმა, მაშინ როდესაც
"ტოტენჰემი" 45 მილიონს ითხოვს.

რითი დასრულდება ეს ისტორია უცნობია. აღსანიშნავია, რომ შეკრების თითოეული გამოტოვებული დღისთვის, მოდრიჩი 19 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული