ალექს ფერგიუსონი: "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი წასვლის შემდეგაც წარმატებული იქნება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი ალექს ფერგიუსონი, რომელიც გუნდს უკვე ბოლო 25 წლის მანძილზე ხელმძღვანელობს, დარწმუნებულია, რომ კლუბი მისი წასვლის შემდეგაც, ახალი მწვრთნელის ხელში სიდიადეს შეინარჩუნებს.

"რა თქმა უნდა, კლუბი ჩემს შემდეგაც გააგრძელებს არსებობას. დარწმუნებული ვარ, "მანჩეტსერ იუნაიტედი" ჩემი წასვლის შემდეგაც წარმატებული იქნება.

ჩვენს კლუბს მთელს მსოფლიოში გულშემატკივრობენ, რაც გუნდს თავისთავად დიდ მოთხოვნებს უყენებს. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად წარმატების მიღწევა გამოცდილი მწვრთნელისთვის შეუსრულებელი მისია არ არის.

დარწმუნებული ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა კლუბს ახალგაზრდა სპეცილისტს არ ანდობს, რადგან მდგომარეობა გამოცდილი მწვრთნელის დანიშვნას ითხოვს",
- თქვა ფერგიუსონმა.

ასევე იხილეთ
სერ ალექს ფერგიუსონი სისხლდენის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული