ჰოლანდიელის აგენტი კიის ვოსი "იუვენტუსის" წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ მის კლიენტს კვირაში 195 000 ფუნტი სტერლინგის (250 000 ევრო) გამომუშავება სურს. ეს კი ვან პერსის მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს.
დიდმა ხელფასმა თავიდან "იუვენტუსი" შეაცბუნა, მაგრამ ახლა, როდესაც მანჩესტერული კლუბების დაინტერესება დაინახეს, თავდამსხმელზე კვლავ დაფიქრდნენ. "მეთოფეები" თავის მხრივ კაპიტანს ახალ ხელფასს სთავაზობდნენ, მაგრამ კვირაში
დავსძენთ, რომ ჰოლანდიელის სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში, სატრანსფერო თანხა 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.