რობინ ვან პერსის წელიწადში 13 მილიონი ევროს მიღება სურს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" კაპიტანი რობინ ვან პერსი არ დათანხმდება იმ კლუბში გადასვლას, რომელიც მას სეზონში 10.1 მილიონ ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით 13 მილიონ ევროს) არ გადაუხდის.

ჰოლანდიელის აგენტი კიის ვოსი "იუვენტუსის" წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ მის კლიენტს კვირაში 195 000 ფუნტი სტერლინგის (250 000 ევრო) გამომუშავება სურს. ეს კი ვან პერსის მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს.

დიდმა ხელფასმა თავიდან "იუვენტუსი" შეაცბუნა, მაგრამ ახლა, როდესაც მანჩესტერული კლუბების დაინტერესება დაინახეს, თავდამსხმელზე კვლავ დაფიქრდნენ. "მეთოფეები" თავის მხრივ კაპიტანს ახალ ხელფასს სთავაზობდნენ, მაგრამ კვირაში
130 000 ევროზე რობინმა უარი თქვა.

დავსძენთ, რომ ჰოლანდიელის სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში, სატრანსფერო თანხა 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას მარტო სიტი თუ წაიყვანს იმხელა ხელფას ითხოვს
zuzu1
20:04 22-07-2012
0
წყარო? მე როგორც ვიცი 10.1 მილიონ ფუნტს ითხოვს the sun-ზე ასე წერია..
Wazza
12:59 23-07-2012
0

სიახლეები პოპულარული