გუნდთან ერთად არ იქნებიან ლუკას პოდოლსკი, პერ მერტეზაკერი, რობინ ვან პერსი, ლორან კოშელნი და ოლივიე ჟირუ - ამ ფეხბურთელებმა ვარჯიში მხოლოდ შაბათს განაახლეს და სათანადო ფორმაში ჯერ კიდევ არ არიან.
"მეთოფეთა" განაცხადი სრულად ასე გამოიყურება: ვიტო მანონე, იგნასიო მიკელი, ჩაკს ანეკე, თომას აისფელდი, მარუან შამახი, რიო მიაიჩი, კრეიგ ისტმონდი, ნიკო იენარისი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ფრანსის კოკლენი, კირან გიბსი,
ფრანგმა სპეციალისტმა "არსენალის" საკლუბო სატელევიზიო არხს ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდში შექმნილ მდგომარეობაზე ილაპარაკა.
- მალაიზიაში თბილ დახვედრას ველოდებით, რადგან ცხადია, რომ ჩვენი კლუბი ამ რეგიონში ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ოდესმე.
მათი გულების დაპყრობა ჩვენ, ალბათ, შარშანდელ სეზონშიც მოვახერხეთ. "არსენალი" ყოველთვის დარჩება თავისი პრინციპების ერთგული. ეს ნიშნავს, რომ კლუბი მხოლოდ საკუთარ ფინანსებზე იქნება დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამოვვარდებით ჩვენივე რიტმიდან.
მყარად მომუშავე ფინანსური სისტემა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მჯერა, რომ ფინანსური ფეარ პლეი სწორედ ამისთვის იქმნება. თუკი ეს სისტემა რეალურად იმუშავებს, მე უეფას დიდ დამფასებლად გადავიქცევი.
ჩემი აზრით, საფეხბურთო კლუბებმა ზუსტად ისე უნდა იმუშაონ, როგორც სხვა კომერციულმა ორგანიზაციებმა - მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით. ის, რომ ზედიზედ მე-15 წელია, ჩემპიონთა ლიგაში ვხვდებით, იმის დამადასტურებელია, რომ ამ მოდელით შეიძლება წარმატებული კლუბის არსებობა.
ამ მომენტისთვის წინასასეზონო მზადების კლასიკურ ეტაპს გავდივართ. ძალიან ბევრს ვშრომობთ, კარგ განწყობაზე ვართ და მომავალ მატჩებს სულმოუთქმელად ველოდებით. ჯერ მალაიზიაში ჩავალთ, იქიდან ჩინეთში და ბოლოს ჰონკონგს ვესტუმრებით.
ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით, ამჟამად მხოლოდ 70%-ზე ვართ და ეს ბუნებრივიცაა. მთავარია, რომ ვარჯიშის დაწყებიდან ორი კვირის თავზე სწორ გზას ვადგავართ.
რატომ შევიძინეთ ოლივიე ჟირუ? იმიტომ, რომ ის ნამდვილი ცენტრფორვარდი და, უბრალოდ, ჭკვიანი ფეხბურთელია.
პოტენციალის ჩვენება მან ცოტა გვიან დაიწყო, მაგრამ მაინც მჯერა, რომ შეუძლია ჩვენს სტილს შეეწყოს და შემადგენლობით ვარირების მეტი საშუალება მომცეს. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია, კარგად თამაშობს თავით. იმედია, ჩვენთან იმის 100%-ს აჩვენებს, რაც შეუძლია.
ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ორიოდე ფეხბურთელის გადაბირებას. ეს პროცესი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი მოთამაშე დაგვტოვებს. დიახ, იქამდე, ვიდრე ვიყიდით, უნდა გავყიდოთ. ჯერჯერობით კი სატრანსფერო ბაზარი ძალიან წყნარია. მსგავსი რამ არც მახსენდება. ვინ წავა და ვინ მოვა, ამაზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით.
ტრავმირებულებს რაც შეეხებათ... სანიას გამოჯანმრთელების საქმე სწრაფად მიდის. ის გუნდთან ერთად ვარჯიშს მხოლოდ აგვისტოში შეძლებს. დიაბი უკვე კარგად არის და ის აზიაში ჩვენთან ერთად იქნება.
უილშირი როდის შეძლებს ფეხბურთის თამაშს, ამის პროგნოზისგან თავს შევიკავებ. მისი მდგომარეობაც სწრაფად მიდის უკეთესობისკენ. ჯეკს აღარც მუხლი აწუხებს და აღარც კოჭი. როსიცკი მოედანზე დაბრუნებას ყველაზე ადრე, 6-8 კვირაში შეძლებს.
მოგეხსენებათ, მყესების პრობლემამ ის ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატზე შეაწუხა. ემანუელ პრიმპონგი სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის პირველ დღეებში შეუდგება სრული დატვირთვით ვარჯიშს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"