ამხანაგური მატჩი. ტორონტო-ლივერპული 1:1

AutoSharing Option
"ლივერპული" ბოლო წლების ყველაზე ძლიერ კანადურ საფეხბურთო კლუბ "ტორონტოს" დაუპირისპირდა.

რაკი სტუმრებს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელები აკლდნენ, ბრენდან როჯერსმა თავის გამოჩენის შანსი, ძირითადად, დუბლების წევრებს მისცა.

გუნდებმა სახიფათო მომენტები დებიუტშივე გაცვალეს, თუმცა მალევე მშვიდ რიტმში განაგრძეს ბრძოლა. ინგლისელებმა ამით ისარგებლეს და ბურთზე კონტროლი დააწესეს. ყველაზე აქტიური ამ წუთებში ესპანელი მარცხენა გარემარბი დანიელ პაჩეკო გახლდათ.

34-ე წუთზე ხოსე ენრიკემ გაამწვავა ვითარება. მისი ჩაწოდება მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯს ამაზე რეაქცია არ ჰქონია.

მეორე ტაიმი "ლივერპულმა" სულ სხვა შემადგენლობით დაიწყო. თამაში გამოაცოცხლეს
შელვიმ, სტირლინგმა და სუსომ.

59-ე წუთზე "ლივერპულის" ცენტრალური ნახევარმცველები და მცველები ჩავარდნენ, რითაც კანადელებმა ისარგებლეს და ანგარიში გახსნეს. სტუმართა მეკარემ პირველი დარტყმა მოიგერია, თუმცა დამატებას ვეღარაფერი მოუხერხა.

იქამდე, ვიდრე ანგარიში გათანაბრდებოდა, გატანა შეეძლო სუსოს, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა. გოლი კი ასე გავიდა: ადამ მორგანმა მშვენიერი პასი მიიღო ცენტრიდან და ვიდრე კანადელი მცველები დაკეტავდნენ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ნელა, მაგრამ ეშმაკურად დაარტყა.

ჩვენი ბრიტანელი კოლეგების თქმით, ეს იყო ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტური გოლი, ზუსტად ისეთი, როგორიც მერსისაიდელებს შარშანდელ სეზონში ყველაზე მეტად აკლდათ. მათი მტკიცებით, 18 წლის ფეხბურთელი (1994 წლის 21 აპრილსაა დაბადებული) ახალ სეზონში ენფილდელებს სერიოზულ დახმარებას გაუწევს.

ტორონტო-ლივერპული 1:1
ლივერპული (I ტაიმი): ჯონსი, უისდომი, ხოსე ენრიკე, სამა, კარაგერი, სპირინგი, ადამი, იბე, აკვილანი, პაჩეკო, ეკლსტონი
II ტაიმი: გულაჩი, ფლენეგანი, რობინსონი, შკრტელი, უილსონი, ადორჟანი (ლუკასი 74), შელვი, სუსო, სტირლინგი, ჯ კოული, მორგანი
ბოლომდე სკამზე დარჩნენ: ვორდი, მაკლაფლინი, სმიტი
გოლები: 1:0 ამარივკა (58), 1:1 მორგანი (69)

დრაქსლერი მერსისაიდზე?
დაბოლოს, "ლივერპულზე" წერას "კიკერის" ინფორმაციით დავასრულებთ. ავტორიტეტული გერმანული გამოცემის მტკიცებით, "წითლები" "შალკედან" 18 წლის ცენტრალური ნახევარმცველის, იულიან დრაქსლერის შეძენას გეგმავენ და მზად არიან, "ხუმარებს" 20 მილიონი ევრო გადაუხადონ.

დრაქსლერი გელზენკირხენელთა რიგებში შარშან გამოჩნდა, თუმცა იოახიმ ლიოვი მისით უკვე დაინტერესდა და ევროპის ჩემპიონატის წინ გაფართოებულ სიაშიც კი შეიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული