ტევესი სუსტებს ემუქრება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ვარსკვლავი კარლოს ტევესი ამბობს, რომ ისტლენდელებმა ცოტაც უნდა მოუმატონ, რათა პრემიერლიგის ტიტულის ნამდვილი კანდიდატები გახდნენ. მოგეხსენებათ, გასულ შაბათს სწორედ ტევესის გოლის წყალობით მოუგო "სიტიმ" "ჩელსის", არადა ინგლისის ჩემპიონი მანამდე ასპროცენტიანი შედეგით მიდიოდა.

თუმცა, რაგინდ ეფექტურად ჟღერდეს დასავლეთ ლონდონელთა ძლევის ამბავი, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ რობერტო მანჩინის გუნდმა მანამდე სუსტ მოწინააღმდეგეებთან დაკარგა ქულები. საილუსტრაციოდ აგვისტოში "ლივერპულის" 3:0 დამარცხება გამოგვადგება. რასაკვირველია, "ჩელსის" დამარცხებისა არ იყოს ესეც ძალიან შთამბეჭდავი შედეგი გახლდათ, მაგრამ მას მოჰყვა მარცხი "სანდერლენდთან" და ფრე "ბლექბერნთან".

და
აი, შემდეგ ორ ტურში "ჩელსის" მძლეველ ისტლენდელებს "ნიუკასლი" და "ბლექპული" ხვდებიან. ტევესი ამბობს, რომ სწორედ ამ მეტოქეებთან უნდა დამტკიცოს "მანჩესტერ სიტიმ" თავისი ნამდვილი ძალა - "ჩელსისთან" გამარჯვება უკვე წარსული ამბავი.

თავდამსხმელმა თქვა: "ჩვენ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ყოველთვის კარგად ვთამაშობთ, მაგრამ სუსტებთან ყურადღების მოკრება და გამარჯვება გვიჭირს. ახლა სწორედ ამის მოგვარებაა მნიშვნელოვანი. თუ სუსტებთანაც შედეგიანად თამაშს დავიწყებთ, შეიძლება ითქვას, რომ გუნდი ახალ საფეხურზე ავა.

პირადად მე ყველა გუნდთან მსიამოვნებს თამაში, მაგრამ "ჩელსისთან" მოგებამ გნსაკუთრებული კმაყოფილება მომანიჭა. ჩვენ თანდათან სულ უფრო და უფრო ძლიერი გუნდი ვხდებით და მე, როგორც კაპიტანი ვალდებული ვარ ბიჭებს სულისკვეთება შევუნარჩუნო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული