მეტი გამაყუჩებლის გაკეთება აღარ შეიძლებოდა

AutoSharing Option
ჯერმაინ ჯენასი არ მალავს, რომ სულ ცოტა ხნის წინ "ტოტენჰემ ჰოთსპურიდან" წასვლას აპირებდა - თიაქრის პრობლემის დასაძლევად მას მუდმივად ტკივილგამაყუჩებლების მიღება უწევდა, მაგრამ ამ ყველფერმა, ერთ მშვენიერ დღეს ზღვარს გადააჭარბა.

დღეს "სფურზის" ცენტრალური ნახევარმცველი თანდათნობით იბრუნებს იმ ფორმას, რომლის წყლობითაც წლის დასაწყისში ფაბიო კაპელო ინგლისის ნაკრებში იძახებდა. შემდეგ კი ტრავმამ იგი "ტოტენჰემის" ძირითადი შემადგენლობიდან გარიყა. ახლა ჯენასი ამბობს, რომ ოპერაციამ უშველა, ტკივილი უკვე აღარ სტანჯავს და იმედოვნებს, რომ ჩემპიონთა ლიგაში "ტვენტესთან" ათამაშებენ კიდეც.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში არ წყდებოდა ჭორები,
თითქოს მე "სფურზიდან" მივდიოდი - ამბობს ჯენასი - მე კი სულ იმას ვცდილობდი, რამენაირად "უაით ჰართ ლეინზე" დავფუძნებულიყავი და კვლავ ჩემი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამემკვიდრებინა ადგილი. წინადადებები? რასაკვირველია მქონდა, თან არცთუ ცოტა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ მომეწონა.

დაახლოებით წელიწადის განმავლობაში მაწუხებდა თიაქარი, რაც ძალიან მზღუდავდა, მაგრამ ყველა ღონეს ვხმარობდი ოპერაცია რაც შეიძლება შორს რომ გადამედო. საბოლოოდ ვერსად გავიქეცი, მაინც მომიწია ქირურგიულ მაგიდაზე დაწოლა. ამდენი ტკივილგამაყუჩებლის სმაც აღარ შეიძლებოდა.

ახლა, "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგაში გამოდის და მე ყველა ღონეს ვიხმარ შემადგენლობაში ადგილი რომ დავიმკვიდრო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული