ნემანია ვიდიჩმა ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ნემანია ვიდიჩმა, რომელმაც "ბაზელთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ მუხლის იოგების ოპერაცია გადაიტანა, ვარჯიში განაახლა.

23 ივლისიდან "წითელი ეშმაკების" კაპიტანი შეუზღუდავად მუშაობს, თუმცა სერბი დატვირთვებს თანდათან გაზრდის.

ამის შესახებ შანხაიში გამართულ პრესკონფერენციაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ვიდიჩი ჯერჯერობით გუნდისგან განცალკევებით, ქერინგტონში, კლუბის ბაზაზე ვარჯიშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული