ამბობენ, რომ ვან დერ ვაარტით ევროპის ტოპჩემპიონატებიდან ბევრი გუნდია დაინტერესებულიო, თუმცა, მიუხედავად ამისა, რაფას თამაშის გაგრძელება "ტოტენჰემში" სურს.
"დიახ, "ტოტენჰემში" დარჩენა მსურს. ფეხბურთში არასდროს იცი, სად აღმოჩნდები შემდეგი სატრანსფერო ფანჯრის დროს.
თუმცა სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ აქ ვითამაშებ. ყველაფრით კმაყოფილი ვარ", - უთხრა ვან დერ ვაარტმა ჟურნალისტებს.
ამჟამად "დეზები" ამერიკულ შეკრებაზე გაემგზავრნენ. 25 ივლისს ისინი "ლოს ანჯელეს გალაქსს" დაუპირისპირდებიან.