ფრენკ ლემპარდმა აშშ-ში გადაბარგება არ გამორიცხა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" 34 წლის ნახევარმცველმა ფრენკ ლემპარდმა, რომლის გუნდიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება შეკრებაზე, არ გამორიცხა, რომ მომავალში ამერიკის ლიგაში ითამაშებს.

"დარწმუნებული არაფერში ვარ. კონტრაქტის თანახმად, კიდევ ერთი წელი "ჩელსის" ვეკუთვნი. "ჩელსის" ხომ ევროპის სუპერთასზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაში ელის.

შემდეგ კი ყველაფერი "ჩელსიზე" იქნება დამოკიდებული, გამართავს თუ არა ჩემთან მოლაპარაკებებს. ამერიკული ლიგა? გამორიცხული არაფერია", - განაცხადა ლემპარდმა ინგლისურ პრესაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული