ჯეკ უილშირი მოედანს ოქტომბერში დაუბრუნდება

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი ჯეკ უილშირი კოჭის ტრავმას იშუშებს. ამ დაზიანების გამო ახალგაზრდა ინგლისელმა მთელი გასული სეზონი გამოტოვა, რომლის განმავლობაშიც რამდენჯერმე დაშავდა.

"მეთოფეების" თავკაცის, არსენ ვენგერის თქმით, მოთამაშე მოედანს ოქტომბერზე ადრე ვერ დაუბრუნდება.

"ამ მდგომარეობას დადებითად ვაფასებ, მაგრამ არის გარკვეული მომენტები, რომლებიც მაფრთხილებს. ექიმებმა მითხრეს, რომ მკურნალობა გეგმის მიხედვით მიდის. ის ახლა სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობს.

ნათელია, რომ აგვისტოში ან სექტემბერში მისი დაბრუნების ლოდინს აზრი არ აქვს. ამასთან, არ გვსურს ვიჩქაროთ", - განაცხადა ვენგერმა.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული