26 წლის ფეხბურთელმა ლონდონური კლუბის ბაზაზე ვარჯიში განაახლა, გუნდის დანარჩენი ფეხბურთელები კი ამერიკულ ტურნეში იმყოფებიან.
ახლა "ტოტენჰემის" სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს, სად გაატარებს ფეხბურთელი სეზონისწინა მზადების დარჩენილ დროს.
შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი "ტოტენჰემთან" ერთად ვარჯიშზე უარს ამბობდა, რათა მის ამჟამინდელ კლუბსა და მადრიდის "რეალს" შორის მოლაპარაკებები დაეჩქარებინა.