ლონდონის "არსენალი" სანტი კასორლას სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა

AutoSharing Option
ლონდონის"არსენალის" ხელმძღვანელობამ "მალაგას" 27 წლის ნახევარმცველთან, სანტი კასორლასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

"არსენალი" მზადაა, "მალაგას", რომელიც ამჟამად ფინანსურ სირთულეებს განიცდის, ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზოს.

აღსანიშნავია, რომ "არსენალს" ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის შეძენა გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ განხორციელდა.

კასორლას კონტრაქტში მინიმალურ გამოსასყიდ თანხად 45 მილიონი ევროა მითითებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული