არსენ ვენგერი: მიმდინარე ზაფხულში მეტს არავის შევიძენთ

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აღარავის შეძენას არ აპირებს.

ამგვარად, ფრანგმა სპეციალისტმა უარყო ინფორმაცია, თითქოს "მეთოფეები" "მალაგას" ლიდერის, სანტი კასორლას კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის ტრანსფერიც 15 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყო შეფასებული.

"ამ ზაფხულს მეტს არავის დავიმატებთ, თუმცა შესაძლოა, მალაიზიის ერთ-ერთი წარმომადგენლის დამატება გამოგვადგეს, სადაც ახლა შეკრებას გავდივართ", - თქვა ვენგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული