იოზეფ ბლატერი: გარეთ ბეილი შესაძლოა ოლიმპიადის პერიოდში დისკვალიფიკაციით დასაჯონ

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა არ გამორიცხა, რომ "ტოტენჰემის" მარცხენა ვინგერი გარეთ ბეილი შესაძლოა ოლიმპიური თამაშების დროს დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ოფიციალურ საჩივარს წარადგენს.

საქმე ისაა, რომ უელსელი ფეხბურთელი დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში იყო შეყვანილი, მაგრამ შემდეგ ტრავმის გამო გარიცხეს. მიუხედავად ამისა, 24 ივლისს ბეილმა "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" ლონდონელთა ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.

მოთამაშის თქმით, მან ზურგის ტრავმის მოშუშება ნავარაუდევზე სწრაფად მოახერხა.

"თუ კლუბი მოთამაშეს საერთაშორისო ტურნირზე არ უშვებს,
ფიფას შეუძლია ის ოლიმპიადის პერიოდში დისკვალიფიკაციით დასაჯოს. თუმცა ამისათვის ოფიციალური საჩივარია საჭირო", - განაცხადა ბლატერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული