ოსკარი ლონდონშია, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, რომელიც ოლიმპიადაზე ითამაშებს. ინგლისურმა კლუბმა დრო იხელთა და ოსკარი სამედიცინო შემოწმებაზე გაატარა.
როგორც კი ოლიმპიადა დასრულდება, ოსკარი რობერტო დი მატეოს განკარგულებაში გადავა. ოსკარი "ინტერნასიონალში" თამაშობდა. მან თავი გამოიჩინა მსოფლიოს 20-წლამდელთა ტურნირზე - ფინალში პარაგვაელთა კარში ჰეთ თრიკი შეასრულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"