ლონდონის "ჩელსიმ" ოსკარი 30 მილიონად შეიძინა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" თავის ოფიციალურ საიტზე "ინტერნასიონალის" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ოსკარის შეძენის შესახებ განაცხადა.

ოსკარი, რომლის სრული სახელია ოსკარ დოს სანტოს ემბოაბა ჟუნიორი და რომელსაც სექტემბერში 21 წელი შეუსრულდა, ბრაზილიის ნაკრების მოთამაშეა.

შემტევი ნახევარმცველი 180 სმ სიმაღლისაა, შეუძლია ფლანგზე ითამაშოს და იმ ფეხბურთელის რეპუტაციით სარგებლობს, რომელსაც ბურთის ბრწყინვალედ გადაცემა შეუძლია.

ოსკარი ამჟამად ლონდონში, ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში იმყოფება. მოსამზადებელ შეხვედრაში მისმა ნაკრებმა 20 ივლისს დიდი ბრიტანეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა.

ინგლისური გამოცემების ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 30 მილიონი ევრო შეადგინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული