"მანჩესტერ სიტის" კაპიტანმა კლუბის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" კაპიტანმა ვენსან კომპანიმ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. 26 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულება ექვსწლიანია. ეს კონტრაქტი "მანჩესტერ სიტის" ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.

კომპანის თქმით, მას "სიტიში" აბსოლუტურად ყველაფერი აკმაყოფილებს, ამიტომ სხვა კლუბში გადასვლაში აზრს ვერ ხედავს. იუწყებოდნენ, რომ ფეხბურთელით მიუნხენის "ბაიერნი" იყო დაინტერესებული.

მასმედიის ინფორმაციით, ახალი კონტრაქტით კომპანის ხელფასი კვირაში 120 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს, რაც ბელგიელი ფეხბურთელის მანამდე არსებულ ჯამაგირს ორჯერ აღემატება.

კომპანი "სიტიში" 2008 წელს "ჰამბურგიდან" გადავიდა. 2011 წელს ინგლისის თასის მფლობელი, 2012 წელს კი
ინგლისის ჩემპიონი გახდა.

კომპანი ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ 2011/12 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული