ალბერტო აკვილანი "ლივერპულს" დატოვებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" სამწვრთნელო შტაბმა ბრენდან როჯერსის ხელმძღვანელობით გადაწყვიტა ნახევარმცველ ალბერტო აკვილანის კონტრაქტი არ გაუგრძელოს. "წითლების" ხელმძღვანელობა მზადაა 28 წლის ფეხბურთელს 7 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეელიოს.

ეს ტრანსფერი "ლივერპულს სახელფასო დავალიანების შემსუბუქებაში დაეხმარება, რადგან ჰავბეკი ყოველკვირეულად 100 000 ფუნტ სტერლინგს იღებს.  ასევე სხვა ნახევარმცველის შესაძენ თანხასაც მოუტანს.

შეგახსენებთ, რომ აკვილანი "ლივერპულში" "რომადან" 2009 წელს გადავიდა. 2010/11 წლის სეზონში ის იჯარით "იუვენტუსში", გასულ სეზონში კი "მილანში" ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული