"მანჩესტერ სიტიმ" დანიელ აგერის სანაცვლოდ 13 მილიონი ფუნტი მოამზადა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" ამ ზაფხულს "ლივერპულის" ცენტრალური მცველის, დანიელ აგერის შეძენას გეგმავს.

დანიის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ "ქალაქელებმა" უკვე გაამზადეს 13 მილიონი ფუნტი.

თავად "ლივერპულს" კი აგერთან განშორება არ სურს, თუმცა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ სხვა გუნდში უნდა ძალების მოსინჯვა.

შეგახსენებთ, რომ "სიტის" გარდა, აგერს მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" აკვირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული