ჩელსიმ პედლიდან ფეხი აიღო

AutoSharing Option
ჯონ ტერიმ თქვა, რომ "ჩელსიმ" "მარსელთან" შეხვედრაში გაზს ფეხი აუშვა, რადგან კვირას პრემიერლიგაში "არსენალთან" ელის შეხვედრა და ფეხბურთელებს ძალების შენახვა სჭირდებოდათ. შეგახსენებთ, რომ ტერიმ, რომელსაც გოლი ექვსი თვის განმავლობაში აღარ გაეტანა ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის შეხვედრაში შეხვედრის დასაწყისშივე მიაღწია მიზანს - მე-7 წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი სტუმართა ბადეში შეაძვრინა ბურთი.
"სიამოვნებით გავიტანდით მესამე გოლს, მაგრამ ძალ-ღონის შენახვა გვმართებდა. ჩვენთვის უჩვეულოა, როდესაც თავიდან აღებულ ტემპსა და რიტმს ვკარგავთ, მაგრამ, ამჯერად სწორედ ასე მოვიქეცით".
კაპიტნის ნათქვმს "ლურჯების" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაამატა:
"ჩვენ ამ
სეზონში ნაწვნევი ორი მარცხის ("ქარლინგის" თსსა და პრემიერლიგაში "მანჩესტერ სიტისთან") ანალიზი გავაკეთეთ და ახლა ეს მარცხები უკვე დავიწყებულია. "მარსელთან" პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი უფრო გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც ვუტევდით".
კიდევ, იტალიელმა მწვრთნელმა ძალიან შეაქო ნიკოლა ანელკა, რომელმაც პირველ ტაიმში მეტისმეტად მშვიდად დაარტყა პენალტი - სტაჟინ ქართველ გულშემატკივარს, ალბათ, შორეულად რევაზ ჩელებაძის დარტყმულებს გაახსენებდა.
"არასდროს მინახავს ნიკოს პენლტის დარტყმის წინ ენერვიულოს - თქვა ანჩელოტიმ - ის ყოველთვის მშვიდადაა, დიდებული ხასიათის ადამიანია".
და კიდევ, 19 წლის გაელ კაკუტამ ამ დღეს დასავლეთ ლონდონელთა შემადგენლობაში სულ მეორე მატჩი ითამაშა. ანჩელოტიმ თქვა:
"მან გუნდური თვალსაზრისით ძალიან კარგად ითამაშა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მივულოცო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული