ენდი კეროლმა ლონდონის "ვესტ ჰემში" გადასვლაზე უარი თქვა

AutoSharing Option

"ლივერპულის" თავდამსხმელმა ენდი კეროლმა გადაწყვიტა, კლუბი არ დატოვოს და იჯარით "ვესტ ჰემში" არ გადავიდეს.

30 ივლისს კლუბები შეთანხმდნენ, რომ "ჩაქუჩები" ინგლისის ნაკრების 23 წლის მოთამაშის იჯარაში 2 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიდნენ, ხოლო თუ პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებდნენ, ფორვარდის გამოსასყიდად კიდევ 17 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიდნენ.

იუწყებიან, რომ კეროლმა "ვესტ ჰემზე" უარი იმის გამო თქვა, რომ კლუბი გასული სეზონის შედეგებით ევროთასებზე ვერ მოხვდა.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული