არსენ ვენგერი: გვიჭირს, რადგან სხვა კლუბებში ძალიან მაღალი ხელფასებია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "ჩელსი" გააკრიტიკა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ეს კლუბები დიდ თანხებს ხარჯავენ, მაშინ, როდესაც სხვა კლუბები თავის გადასარჩენად იბრძვიან, ევროპაში კი ეკონომიკური კრიზისია.

"მიგვაჩნია, რომ ჩვენი კლუბი უზარმაზარი შემოსავლების გამო პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც ძალიან მდიდრები არ ვართ და ულიმიტო რესურსები არ გაგვაჩნია. ზოგიერთი კლუბი, მაგალითად, პსჟ, "მანჩესტერ სიტი" ან "ჩელსი" შეუზღუდავ რესურსებს ფლობს, რისი გამოყენებითაც მოთამაშეებს ყიდულობენ. მაგრამ ამისგან ფეხბურთი ზარალდება. შეხედეთ ზაფხულიდან სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას. პსჟ ამბიციური გუნდია და მოქმედების
საშუალებაც გააჩნია.

მთელ ევროპაში უამრავი კლუბია, რომელსაც ვალები აქვს და ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ამბიციურებიც უნდა ვიყოთ, მაგრამ ამასთან, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ფინანსურ ჩიხში არ შეგვიყვანს. გვიჭირს, რადგან სხვა კლუბებში ძალიან მაღალი ხელფასებია. ამას გარდა, საქმეს ისიც გვირთულებს, რომ ჩვენი მოთამაშეები, მათ კი აქვთ ამის უფლება, თავს სხვა კლუბების მოთამაშეებს ადარებენ", - განაცხადა ვენგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული