მარიო ბალოტელი ფანატებს ტუალეტში გაექცა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი მილანიდან მანჩესტერის აეროპორტში დაეშვა, სადაც შვებულების ბოლო დღეებს ატარებდა.

რთული ხასიათის ვარსკვლავი უბრალო ეკონომ-კლასით მგზავრობდა. ამიტომ ბარგის ლოდინი სხვა მგზავრებთან ერთად მოუხდა.

ბუნებრივია, მარიო შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ფანატებს, რომლებმაც ავტოგრაფის და სამახსოვრო ფოტოს გადაღების თხოვნით მიმართეს. გულშემატკივართა დამშვიდება ვერც ბალოტელის პირადმა მძღოლმა შეძლო.

გადამეტებული ყურადღებით შეწუხებულმა შავკანიანმა იტალიელმა თავს ტუალეტში გაქცევით უშველა… ფანატებისგან თავის დაღწევაში სკანდალურ ფეხბურთელს აეროპორტის თანამშრომლების დახმარებამ უშველა.

"მას ასეთი ყურადღება აშკარად არ მოეწონა", - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელიც თავის ბარგს
ბალოტელისთან ერთად ელოდა.

თავდამსხმელი მანჩესტერში გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად დაბრუნდა.

მომზადებულია Terrikon.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული