"ყოველთვის ზეწოლის ქვეშ ხარ, მოიგებ თუ არა. ეს სამუშაო ასეთია.
ვფიქრობ, ყველანი კმაყოფილნი ხართ იმით, რასაც გასულ სეზონში მივაღწიეთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს უკვე წარსულია.
ახლა წინ უნდა გავიხედოთ. ამ სეზონში ბევრ მიზანს ვისახავთ. ისეთი შეჯიბრებები გველის, რომელშიც მოხვედრა იოლი არაა, მაგალითად, სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
დიდი დროა საჭირო, რათა ამ შეჯიბრებებში მოვხვდეთ. იქ გასვლა რთულია. ამ სეზონს მოუთმენლად ველი.
ვფიქრობ, ხაზებს შორის შეთამაშება
ეს გუნდის თამაშს უფრო მრავალფეროვანს გახდის. ჩვენი შეჩერება უფრო რთული იქნება, უფრო ძნელად პროგნოზირებადები გავხდებით.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ახალბედების გუნდში ინტეგრირებაა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა შესაძლებლობის მოთამაშეების გამოჩენამ შესაძლოა გუნდი შეცვალოს, მაგრამ შეტევასა და დაცვას შორის ბალანსი უნდა ვიპოვოთ", - აცხადებს დი მატეო.
დი მატეომ, რომელიც შვეიცარიაში გაიზარდა, საფეხბურთო ცხოვრების დიდი ნაწილი ინგლისსა და იტალიაში გაატარა. ის აღიარებს, რომ მისეული თამაშის ხედვა და ფილოსოფია ამ სამი ქვეყნის კულტურის ნაზავია.
"თითოეულმა ამ კულტურამ ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. თავს ძალიან ევროპიზირებულად ვგრძნობ, რადგან ვცხოვრობდი და ვმუშაობდი შვეიცარიაში, ინგლისსა და იტალიაში.
ფეხბურთი ახალგაზრდობაში შვეიცარიაში ვისწავლე და იტალიაში, რადგან
ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც იქ ჩავედი.
როგორც მოთამაშემ, იტალიაში ბევრი რამ ვისწავლე. ფეხბურთელი კი მუდამ სწავლობს, როდესაც სხვადასხვა მდგომარეობაში ხვდება და გამოცდილებასაც აგროვებს", - ამბობს დი მატეო.