სერხიო აგუერო: ინგლისის სუპერთასის მატჩს აუცილებლად ვითამაშებ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ფორვარდი სერხიო აგუერო "ვოლფსბურგთან" შეხვედრაში პოგატეტცთან შეჯახებისთანავე სანტა კრუზით შეცვალეს.

აგუერომ, რომელმაც თავისი გუნდის პირველი გოლი გაიტანა, კოჭში ძლიერი დარტყმა მიიღო და იძლებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.

მიუხედავად ამისა, ფორვარდის განცხადებით, ინგლისის სუპერთასის მატჩის სათამაშოდ ბოლომდე მზადაა.

"დიახ, ძლიერი დარტყმა მივიღე, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. "ჩელსისთან" აუცილებლად ვითამაშებ", - დაწერა აგუერომ თავის "თვითერში".


შეგახსენებთ, რომ ინგლისის სუპერთასის მატჩი 12 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული