უნდა მოვიგოთ, მოვიგოთ და მოვიგოთ

AutoSharing Option
რობერტო მანჩინი ამბობს, რომ "მანჩესტერ სიტი" ისეთი გუნდი, როგორიც მას წარმოუდგენია ნახევარ წელიწადში იქნება. ისტლენდელთა იტალიელი თვკაცი ამბობს, რომ ის გუნდის პროგრესით კმაყოფილია. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურში "სიტიმ" "ჩელსის" მოუგო 1:0 და ასპროცენტიანი სვლა შეაწყვეტინა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ექვს თვეში განსაკუთრებული გუნდის შექმნას შევძლებთ - თქვა მანჩინიმ - ჩვენ დრო გვჭირდებოდა. თამაშის ხარისხს ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოსწორება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ერთიმეორის მიყოლებით მოგებებზე გადავიდეთ".

და ამ საქმეში აქტიური მონაწილეობა ფრანგ ვეტერანს პატრიკ ვიეირას სურს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს უნდა
მანჩინისეულ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი. 34 წლისა ამბობს:

"სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ძალიან ძნელია. მეც, ისევე როგორც ყველას, მინდა ძიტითად შემადგენლობაში ვიყო, თუმცა კარგად ვიცი, რომ ეს ადვილი საქმე არ არის. "მანჩესტერ სიტი" ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში.

ჩემი სურვილია თვეში ერთ შეხვედრაზე მეტი ვითამაშო. საამისოდ ყველა ღონეს ვიხმარ, ყოველ შანსს გმოვიყენებ, ყველა შეხვედრაში შევეცდები მწვრთნელს დავუმტკიცო, რომ ძირითადში თამაშის ღირსი ვარ. თავის წარმოჩენის შანსი კი ნამდვილად მომეცემა. სეზონი ხომ ხანგრძლივია".

შემდეგ, "არსენალის" ყოფილმა ვარსკვლავმა თქვა, რომ მისი რწმენით ისტლენდელები თანდათანობით მართლა ყალიბდებიან გუნდად, რომლისაც სხვებს უნდა ეშინოდეთ.

"ჩვენ დავამარცხეთ "ლივერპული" და "ჩელსი", ჩვენ პრემიერლიგის ოთხეულის გუნდი ვართ. ეს სრულიად საკმარისია იმის წარმოსადგენად თუ რა დონის გუნდი გვყავს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ჩვენ საკუთარი შესაძლებლობებისა გვწამს. ახლა მოგებებზე უნდა გადავიდეთ. მთავარია ჩვენი კარგი თვისებები მოედანზე პრაქტიკულად გამოვავლინოთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული