დიდიე დროგბა: არსენალი ჩემი ფავორიტია

AutoSharing Option
"ჩელსის" ფორვარდი დიდიე დროგბა ამბობს, რომ ერთი სული აქვს როდის დადგება კვირა დღე, რათა პრემიერლიგის მე-7 ტურში "არსენლს" შეხვდეს. დროგბას "მეთოფეებთან" ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მას ჩრდილო ლონდონელთა კარში გოლის გატანა ეხერხება, მაგრამ, თავად ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ კვირის დადგომა სხვა მიზეზის გამო ეჩქარება - "არსენალი" მისი ერთ-ერთი ფავორიტთაგანია და მის წინააღმდეგ თამაში სიამოვნებს.

სტატისტიკა ვახსენეთ... კოტ დ"ივუარელს 2004 წლიდან მოყოლებული (დროგბა "ჩელსიში" სწორედ ამ წელიწადს გადავიდა) არსენ ვენგერის ბიჭების წინააღმდეგ 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 12 გოლი
აქვს გატანილი. შთამბეჭდავი შედეგია, რას იტყვით? და რა მოხდება ლონდონის ამ ორი გუნდის დროგბასთვის მეცამეტე დაპირისპირებაში?

"მე დიდ შეხვედრებში მონაწილეობა მიყვარს. ყოველთვის ძალიან მსამოვნებს "არსენალის" წინააღმდეგ თამაში. არასდროს დამიმალავს, რომ "მეთოფეთა" გუნდი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტთაგანია. როდესაც "მარსელში" ვთამაშობდი "არსენალი" ჩვენთვის სამაგლითო გუნდი იყო, რადგან უდიდესი ფრანგი ვარსკვლავები სწორედ იქ გამოდიოდნენ. ეს ფეხბურთელები ჩვენი, საფრანგეთის ლიგიდან იგლისში ფრანგ მწვრთნელთან ხვდებოდნენ და ბრწყინავდნენ. ერთი სიტყვით, ამ გუნდისადმი იმთავითვე განსაკუთრებული გრძნობა ჩამომიყალიბდა და მასთან თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს".

პრემიერლიგის ბოლო შეხვედრაში დიდი ლონდონური დერბის მონაწილე ორივე გუნდმა მარცხი იწვნია. "ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტისთან", ხოლო "არსენალმა" "ვესტ ბრომვიჩმა".

"ზედიზედ მეორე თამაშის წაგება გამორიცხულია - ამბობს დროგბა - ხალხმა უნდა იცოდეს და თავადაც კარგად მოგვეხსენება, რომ გუნდი სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე დამარცხდება, მაგრამ ჩვენ ყოველ ტურში მოსაგებად ვიბრძვით".

გეხსომებათ, რომ "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში რობერტო მანჩინიმ დროგბა სფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე შეცვალა, რაც მითქმა-მოთქმის საბაბად იქცა. დროგბამ გასული შაბათის ამბავი ასე გაიხსენა:

"ძალიან გამიკვირდა, რადგან ასეთ დროს (გუნდი აგებდა) შეცვლას არ ველოდი. მაგრამ, ვინ შეცვალოს და ვინ არა, მწვრთნელის გადასაწყვეტია და კარლო ანჩელოტისაც, რასაკვირველია, მიზეზი ექნებოდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული