"დიდი ბრიტანეთის ნაკრების მოთამაშეების უმრავლესობა უკვე მზადაა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელთა წყვილი - სტარიჯი და ბერტრანი ან ტომ კლევერლი, რომლებიც ტრავმას იშუშებენ, საკუთარ გუნდში სათამაშო დროის სიმცირეს განიცდიან.
იმედი ვიქონიოთ, რომ ოლიმპიური გამოცდილება მათ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაში ხელს შეუწყობს.
ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას ის მოთამაშეები მიიღებენ, რომლებიც ევროზე არ ყოფილან. დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები იტალიის ნაკრების შემადგენლობაშიც იქნება", - განაცხადა როი ჰოჯსონმა.