ლუკაშ ფაბიანსკის თავი მოსწონს

AutoSharing Option
კვირის ლონდონური დერბისთვის საგანგებოდ ემზადება "არსენალის" პოლონელი მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი. 25 წლის გოლკიპერი აცხადებს, რომ "მეთოფეები" თამაშისთვის მზად არიან. ჩრდილო ლონდონელები გასული სეზონის შედეგების გამოსწორებას აპირებენ: 2009-10 წლების ჩემპიონატში "არსენალმა" "მანჩესტერ იუნაიტედთანაც" წააგო და "ჩელსისთანაც". ამ ორ გუნდთან ნათამაშევ ოთხ შეხვედრაში არსენ ვენგერის ბიჭებმა ოთხი გოლი გაიტანეს და 14 გაუშვეს.
ფაბინსკის თემა წინა პლანზე ბელგრადში, "პარტიზანის" 3:1 დამარცხების შემდეგ წამოვიდა. ჩემპიონთა ლიგის ამ შეხვედრაში პოლონელმა შესანიშნავად ითამაშა. ის ლონდონელთა მთავარ მეკარეს მანუელ ალმუნიას ცვლიდა და დიდი შანსია ძირითად შემადგენლობაში ადგილიც
დაიმკვიდროს.
"დიახ, პრემიერლიგის ტიტულის რეალური კანდიდატები ვართ - უპასუხა ფაბიანსკიმ ჟურნალისტთა კითხვას - "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრამდე ჩვენ მართლა მშვენივრად ვთამაშობდით. ბოლო ტურში დავმარცხდით, მაგრამ ეს არაფერი. დიდი შოკი კი გადავიტანეთ, მაგრამ სერბეთში გუნება გამოვიკეთეთ. ერთი სიტყვით, გასული შაბათის მარცხი უკვე დავივიწყეთ და ახლა ტიტულისთვის ბრძოლას ძველებურად განვაგრძობთ.
თქვენ გაინტერესებთ მე ვარ თუ არა "ჩელსისთნ" შეხვედრისთვის მზად? რასაკვირველია ვარ და ყოველთვის ვიყავი".
ზემოთ ძირითადში ადგილის დამკვიდრება ვახსენეთ. "არსენალის" მწვრთნელი შესაძლოა მართლაც ძნელი არჩევანის წინაშე დადგეს. საქმე ის გახლავთ, რომ 33 წლის ალმუნია ფაქტობრივად გამოჯანმრთელდა - "ალბიონთან" ნატკენი იდაყვი უკვე დაუამდა. ნუთუ, მაინც ფაბინსკის ენდობა ვენგერი? კი ბატონო, ბელგრადში პოლონელმა ჩინებულად ითამაშა, მაგრამ ყველს ახსოვს გასულ სეზონში მისი უხეში შეცდომები "პორტუსა" და "უიგანთან". ათი დღის წინ "ქარლინგის თასზე" "ტოტენჰემის" გოლიც ფაბიანსკის ბრალი გახლდათ.
"ბოლო დროს ჩემს გარშემო მართლაც ხმაურია, მაგრამ ასეთ ხმაურს არასდროს დავუშინებივარ. მე ყოველთვის საქმით ვარ დაკავებული. გონება ყოველთვის საქმისკენ მაქვს მომართული.
ბელგრადში მართლაც კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ. მოწინააღმდეგე დიდი ზეწოლის ქვეშ მოვაქციეთ და პირველ ტაიმში მეტი გოლიც უნდა გაგვეტანა. თამაშის დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე პენალტი რომ არ მომეგერიებინა ანგარიში 3:2 გახდებოდა. ამის მერე შეიძლებოდა მასპინძლებს მთელი ძალ-ღონით შემოეტიათ, შტურმი მოეწყოთ.
ასე რომ, საკუთარი თამაშითაც ფრიად კმაყოფილი გახლავართ. აქ, მარტო ჩემს ნახტომებს და სეივებს კი არ ვგულისხმობ, არამედ თმაშის კითხვასაც. ჩაკიდებებსაც კარგად გავართვი თავი და ბურთს თამაშშიც მოხერხებულად ვაბრუნებდი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული