რობინ ვან პერსი ლონდონის "არსენალთან" ერთად წინასასეზონო ტურნეში მიემგზავრება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ჰოლანდიელი ფორვარდი რობინ ვან პერსი ლონდონის "არსენალის" შემადგენლობაში დარჩება. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რობინმა "მეთოფეთა" რიგების დატოვების სურვილი გამოთქვა, მისით ტურინის "იუვენტუსი" და "მანჩესტერ სიტი" აქტიურად დაინტერესდნენ.

ვან პერსის ერთ-ერთი პირობა "მეთოფეთა" შემადგენლობის გაძლიერება იყო, რათა კლუბს მომავალში ტიტულები მოეპოვებინა. პოდოლსკის, ჟირუს, კასორლას და პოტენციური ახალწვეულის - შაჰინის შეძენის შემდეგ ვან პერსის ისე კარდინალურად აღარ სურს ვითარების შეცვლა და გუნდს გერმანიაში საწვრთნელ შეკრებაზეც მიჰყვება.

"არსენალს" უკვე ზედიზედ შვიდი სეზონია, ტიტული არ მოუგია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული